"ხში­რად სა­უბ­რობ­და თა­ვის დე­და­ზე და უნ­დო­და, რომ დე­დის მსგავ­სი ყო­ფი­ლი­ყო" - რას იგონებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის მასწავლებელი? - კვირის პალიტრა

"ხში­რად სა­უბ­რობ­და თა­ვის დე­და­ზე და უნ­დო­და, რომ დე­დის მსგავ­სი ყო­ფი­ლი­ყო" - რას იგონებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის მასწავლებელი?

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 - ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი მაზლი და ორი არასრულწლოვანი შვილი - 1 და 9 წლის ბავშვები. ტრაგედიის დღეს და 9 წლის ანასტატია დავლაძეს ჟურნალისტებთან ბათუმის პირველი სკოლის პედაგოგი იხსენებს:

"12 საათზე მოვიდა ამბავი, რომ სადაც ანასტასია ცხოვრობდა, ის სახლი ჩამოინგრაო. ჯერ არ გვჯეროდა, მაგრამ ვინც ახლოს იყვნენ ანასტასიას მშობლებთან, ყველა მივიდა ადგილზე და ინფორმაცია, რომ დადასტურდა, არ ვიცი ეს მე როგორ გაიარე... ჯოჯოხეთი იყო ნამდვილად. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს. ეს უდიდესი ტრაგედიაა არამარტო იმ ოჯახებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ღმერთო, დაიფარე ყველა გარდაცვლილის სული და სამოთხეში აცხოვრე.

ანასტასია იყო ძალიან ლაღი, თავისუფალი, საყვარელი ბავშვი, პატარა, სიფრიფანა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება უყვარდა, ხალისიანი, მშობლების მოყვარული, ხშირად საუბრობდა თავის დედაზე და უნდოდა, რომ დედის მსგავსი ყოფილიყო, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად, მისი ლამაზი დედიკო იქნება მთელი ცხოვრება ახალგაზრდა", - აცხადებს პედაგოგი. იხილეთ სრულად