"მნიშვნელოვანია, სამოქალაქო აქტივიზმი გაგრძელდეს, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და საქართველოსაც და მიშასაც არ გავათავისუფლებთ" - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია, სამოქალაქო აქტივიზმი გაგრძელდეს, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და საქართველოსაც და მიშასაც არ გავათავისუფლებთ"

"ძალა ერთობაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმი სხვა პარტიების წარმომადგენლების და რიგითი მოქალაქეების მხრიდან გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველანი ერთად არ გავიმარჯვებთ და საქართველოსაც და მიშასაც არ გავათავისუფლებთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს მესამე პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ის საქართველოს პრეზიდენტია და ის ყველასია.

"ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. ეს არის თაკო ჩარკვიანის და ემიგრანტების მიერ ორგანიზებული აქცია, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვეუბნებით, რადგან ჩვენთვის, მიხეილ სააკაშვილის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო ჩვენმა გუნდმა კი არ იაქტიუროს, არამედ განსაკუთრებით გვიხარია, რომ სხვა პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იჩენენ აქტიურობას როგორც დღევანდელი აქცია და თავის პროტესტს გამოხატავენ მიშას დაკავებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილი არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ის საქართველოს პრეზიდენტია და ის ყველასია. ძალა ერთობაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმი სხვა პარტიების წარმომადგენლების და რიგითი მოქალაქეების მხრიდან გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველანი ერთად არ გავიმარჯვებთ და საქართველოსაც და მიშასაც არ გავათავისუფლებთ", - განაცხადა ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"