"ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5-ჯერ, ხოლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 10-ჯერ შემ­ცირ­დე­ბა, იმ შემთხვევაში თუ..." - კვირის პალიტრა

"ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5-ჯერ, ხოლო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 10-ჯერ შემ­ცირ­დე­ბა, იმ შემთხვევაში თუ..."

"კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის გარდა, ალტერნატიული რეცეპტი არ არსებობს, - აცხადებს "რუსთავი 2"-თან ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება.

"სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია," - აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, ეს საქართველოში მეხუთე ტალღის დასაწყისია - ამის შესახებ კი "რუსთავი 2"-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

"ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ. შემდეგი კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

წყარო