"მა, არ ვიცი, რა გი­თხრა, სული და გული მეწ­ვის, გული მეგლი­ჯე­ბა... გი­რე­კავ­დი, მაგ­რამ და­კა­ვე­ბა გქონ­და, ალ­ბათ დახ­მა­რე­ბის­თვის რე­კავ­დი" - კვირის პალიტრა

"მა, არ ვიცი, რა გი­თხრა, სული და გული მეწ­ვის, გული მეგლი­ჯე­ბა... გი­რე­კავ­დი, მაგ­რამ და­კა­ვე­ბა გქონ­და, ალ­ბათ დახ­მა­რე­ბის­თვის რე­კავ­დი"

ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ჯემალ ბაუჟაძის შვილი, ნინო ბაუჟაძე სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს:

"მა, მართლა არ ვიცი რა გითხრა, ახლაც სიზმარში მგონია თავი. ვიცი, რომ კითხულობ ამას და ისევ ჩემთან ხარ. სული და გული მეწვის ამ ამბით, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. 1 კვირის წინ, თბილისში რომ გამაცილე, მითხარი ოქტომბერში აუცილებლად ჩამოდი დედიკოს დაბადების დღისთვისო, დიდი ხანი ვერ მოვითმენ უშენოდო. მე შევასრულე პირობა, ჩამოვედი ოქტომბერში, მაგრამ შენ არ დამხვდი. მტკივა უშენობა, კანში ვერ ვეტევი, ისე ცუდად ვარ, გული მეგლიჯება. გუშინ, გავიგე თუ არა ეს ამბავი, მაშინვე დაგირეკე. გირეკავდი, მაგრამ დაკავება გქონდა, ალბათ დახმარებისთვის რეკავდი.

ბოლო ფოტოზე ჩემი წერილია, რომელშიც ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ არ იყავი იმ ჯოჯოხეთში.

მთელი ღამე ვუყურებდი ლაივს და დარწმუნებულო ვიყავი, რომ სადღაც იმალებოდი და მაინც ცოცხალი დამიბრუნდებოდი.

არ ვიცი, უშენოდ რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გავაგრძელო ყოველდღიური ცხოვრება… ისევ და ისევ შენი ხათრით შევეცდები, რომ ფეხზე დავდგე და ვიცი, ამაში დამეხმარები!!!

მთელს მსოფლიოში საუკეთესო მამიკო იყავი, ხარ და იქნები! დღეს არის პირველი ღამე, როდესაც შეთან ლაპარაკის გარეშე დავიძინებ! მიყვარხარ სამუდამოდ მა მტკივა 9 ოქტომბრის ჯოჯოხეთური ღამე" - წერს ნინო ბაუჟაძე.

ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.