"ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა" - კვირის პალიტრა

"ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა"

აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, შეკიდული ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

"მოგეხსენებათ გუშინ, საღამოს საათებში, ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში მსუბუქი თაბაშირ-მუყაოსაგან დამზადებული შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა, ყველა ბავშვი გადაყვანილია გვერდით პალატაში, უსაფრთხოდ. სულ ოთხი ბავშვი იყო პალატაში.

მობილიზებულია საინჟინრო ჯგუფი და მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების შესწავლა, თუმცა რაიმე სერიოზულ მიზეზს ადგილი არ ჰქონია, დღევანდელი ინფორმაციით", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.