ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო. ძნელია სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას აქ გვაქვს", - ამის შესახებ ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ბათუმში უდიდესი ტრაგედია მოხდა და ეს უბედურება მთელმა ქვეყანამ განიცადა.

"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუსურვებ გამძლეობასა და ღმერთის წყალობას", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულია ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვი და 2 მუშა, მამა-შვილი სურმანიძეები.