ბათუმში დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს და კომპენსაციას გადასცემს - კვირის პალიტრა

ბათუმში დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს ასევე გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია.

მათივე ინფორმაციით, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ჩამნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.