"ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა... მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ" - კვირის პალიტრა

"ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა... მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ"

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტად ახლა. სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმა.

ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა... გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე. მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ.

მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე "ხრუშავკაში" ბევრი თუ არა, რამდენიმე კედელი მაინც.

რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ.

როგორ მტკივა." - წერს ენდი ძიძავა.