მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს - ემოციური კადრები ბათუმიდან - კვირის პალიტრა

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს - ემოციური კადრები ბათუმიდან

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილები არიან დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა. მათ გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს.

ტაძარში 4 ადამიანია დასვენებული. მათ დღეს დაკრძალავენ.

ბათუმში 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. იხილეთ ფოტოები