"მძიმე დღეში ვართ... ხელ­ფა­სის თით­ქმის მე­სა­მე­დი გვრჩე­ბა, თურ­ქეთ­ში დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც" - კვირის პალიტრა

"მძიმე დღეში ვართ... ხელ­ფა­სის თით­ქმის მე­სა­მე­დი გვრჩე­ბა, თურ­ქეთ­ში დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც"

ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთში ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში კატასტროფულად გაძვირდა. ადგილობრივი ქართველების თქმით, დღეს ერთი დოლარი 10 ლირამდე ღირდა და ისინი ვინც, ხელფასს ლირაში იღებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

ნინო ბედიანაშვილი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი მაღალი კურსი და ძალიან მძიმე დღეში ჩავცვივდით. ახლაც იგივე ხდება. აქ ძალიან ცოტა ქართველი იღებს ხელფასს დოლარში, მხოლოდ ისინი, ვინც უცხოურ პროექტებში არიან. უცხოელები კი მიდიან. როგორც ამბობენ, "მიუღებელი პირობების" გამო, დასავლური, ამერიკული პროექტები ტოვებენ ქვეყანას. შესაბამისად, უამრავი ორგანიზაცია იხურება და მათ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ...

თურქეთს ტოვებენ ის ადგილობრივებიც, ვინც ამ წლების განმავლობაში უცხოურ პროექტებში მუშაობდნენ. ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც გერმანულ-თურქულ ქსელურ მარკეტში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, კომპანიას თან მიჰყავს. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

ჩვენ, მე და ჩემი ახლობელი ქართველები ლირაში ვიღებთ ხელფასს. ანუ როდესაც ვყიდულობთ ოჯახში გადასაგზავნად, ადრინდელთან შედარებით, ხელფასის თითქმის მესამედი გვრჩება. დარწმუნებული ვარ, თურქეთში დოლარის გაძვირება აუცილებლად აისახება საქართველოზეც.

ეს კი არაფერია. ადრეც ვთქვით, რომ არ ღირდა აქ დარჩენა. მერე თითქოს სიტუაცია სტაბილური გახდა. ზოგს დაენანა ჩვენი გაშვება და ხელფასი მოგვიმატეს. თუმცა, ზოგი მაინც წავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად, იტალიასა და ესპანეთში. განაგრძეთ კითხვა