რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მეუფე ნიკოლოზი მივიდა - კვირის პალიტრა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მეუფე ნიკოლოზი მივიდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მივიდა.

რუსთავის ციხეში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მეუფე ნიკოლოზს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.