"ჩემი ბოდიში დედა ეკლესიას, მის მიერ თქვენთვის მონიჭებულ სტატუსს, ჯვარს და შესამოსელს! მაგრამ.." - მაია ნიკოლეიშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება
"ჩემი ბოდიში დედა ეკლესიას, მის მიერ თქვენთვის მონიჭებულ სტატუსს, ჯვარს და შესამოსელს! მაგრამ.." - მაია ნიკოლეიშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება
სამედიცინო  ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მეუფე ნიკოლოზის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იმასაც ვერ დავუშვებდი, სასულიერო პირზე ძვირი მომესმინა; თუ საყვედურს იტყოდა ვინმე, არ გინდა, ნუ განიკითხავ, ისიც ადამიანია და თავისი ცოდვა უფალთან მოეკითხება-მეთქი, ბევრისთვის მითქვამს.
დღეს ცხოვრებაში პირველად, გულშიც და ხმამაღლაც ვიტყვი საყვედურს მეუფის სამოქალაქო პოზიციის მიმართ და არ ვინანებ: მეუფე ნიკოლოზ, შერიგება ახლა უნდა დავიწყოთ? თან უსამართლო მიშას "კურთხევით"? მისი თანხმობით?
-რას ამბობ, მეუფე?!
-უცნობთან ბრძანდებოდით სტუმრად. გისმინე, მეუფე, და გული
მწყდება:
-მიშას დროს, ციხეში და ზონაზე შევდიოდიო, არავის უთქვამს, რომ აწამებდნენო!!!!
-გული მწყდება, განა იმ ციხეში შესულს, პატიმრის თქმა გინდოდა, მეუფე? სახეზე არ ეწერა იმ ხალხს, რა ცხოვრებაც ჰქონდათ?
-რას აბობ, მეუფე?!!!
-ჩანს, არ გენდობოდნენ, მეუფე, პატიმრები...
-ძალიან მწყდება გული! ის იუმორიც ძალიან უადგილო და
უგულო იყო, რომ ბრძანეთ, პატიმრებმა მითხრეს, გარეთ მანქანებს ვინ მოიპარავს, ყველანი აქ ვართო!!!
-არც არავის დაუწუწუნია, თქვენთან, პატიმრის ოჯახის წევრს?
-პრეზიდენტი რომ იყო, მიხეილი, არაფერი გსმენია ადამიანების ჩაგვრაზე? უკანონობაზე? უსამართლობაზე?
-თუ არა, და, ჩანს, არც გარეთ გენდობოდნენ, მეუფე. ძალიან მწყდება გული.
გუშინ უცნობთან ბრძანდებოდით სტუდიაში, სიკეთეზე საუბრობდით, სიყვარულზე, შერიგებაზე, სიძულვილის დასრულებაზე. პარალელურად ტვ "იმედზე" გადაცემა მიდიოდა, ადამიანები დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დატოვებულ უდიდეს სულიერ ტკივილზე საუბრობდნენ, ყველას თავისი ტკივილი ჰქონდა მოტანილი სტუდიაში, ყველა მათგანს მძიმე ტომარასავით აქვს მოკიდებული ზურგზე ეს ტკივილი და ატარებს, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე! ნეტა, ახლა მაინც, სატელევიზიო გადაცემით მაინც, გაგეგოთ სხვების ტკივილი...
მიხეილ სააკაშვილს შერიგებისკენ და მიტევებისკენ მოუწოდეთ, პარდონ!!!კიდევ მან უნდა მოგვიტევოს?!!!!
-"იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ახალი ერა დაიწყება"-ო, ბრძანეთ.
-რას ამბობთ, მეუფე?! კიდევ კარგი, ეს მხოლოდ თქვენი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის. ხალხი, ხალხის ტკივილი, განცდა, საზოგადოება სად დაიკარგა, თქვენს პოზიციაში, მეუფე?
... ჩემი ბოდიში დედა ეკლესიას, მის მიერ თქვენთვის მონიჭებულ სტატუსს, ჯვარს და შესამოსელს! მაგრამ, როგორც მოქალაქეს, ბედნიერი ვარ, რომ პირადად არ გიცნობთ და არც არასოდეს გაგიცნობთ!
დიდება უფალს! უფალი ხედავს!", - წერს ნიკოლეიშვილი.




გიორგი-11
15 ოქტომბერი 2021 12:21
მეუფეო, რატომ მატკინე ასე გული?!
-ყოველთვის გაფაციცებით ვისმენდი თქვენს სიტყვას!
-ყოველთვის მჯეროდა თქვენი!
-მეწყინა და მეტკინა თქვენი საქციელი და სიტყვები! ხელმოწერა იმდენად არა, რამდენადაც ის, თუ როგორ უსუსურად ახსენით ეს საქციელი...
-ტკივილი დატოვა და ეჭვები გააჩინა ასეთმა საქციელმა...
-რატომ ვწერ ყველაფერ ამას? ალბათ იმედი მაქვს რომ მოინანიებთ...
ზურაბ გოთუა
14 ოქტომბერი 2021 11:22
ეჰ, ნიკოლოზ, ნიკოლოზ... გეტყოდი,მაგრამ ანთროპოლოგების მჯერა და არ გიპასუხებ...
ქეთი
14 ოქტომბერი 2021 11:13
ჩემი დიდი პატივისცემა ქ. მაია თქვენ...თურმე მხოლოდ მიხეილი ყოფილა უფლება შეზღუდული პატიმარი....სირცხვილი ყველას ვინც ამას ამბობთ...გულში ჩაიხედეთ და საკუთარი თავის შეგრცხვეთ...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები