საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - კვირის პალიტრა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან გავა. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

"ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.