"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ავტოკოლონებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები თბილისისკენ მიემართებიან
"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ავტოკოლონებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ლიდერები თბილისისკენ მიემართებიან
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ბათუმის მერობის საერთო კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, თბილისში დღეს მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი გამოვა.

პარტიის წევრების თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დასრულდეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები