მეუფე ანანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს - კვირის პალიტრა

მეუფე ანანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს

მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს მოაწერს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა სვეტიცხოველში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ტაძართან ვართ, ტაძართან. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.