რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

#17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

"სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.