აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით მიემართებიან.

ორბელიანის მოედანზე კახეთიდან ჩამოსული მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

მათ ხელში ბანერები სახელწოდებით "თავისუფლება მიშას" და საქართველოს დროშები უჭირავთ. ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველიც.

მისი განცხადებით, "ეს არის აქცია, სადაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ქვეყნის და პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება".

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.