მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია აქცია ლექს-სენის სიმღერით დაიწყო - კვირის პალიტრა

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია აქცია ლექს-სენის სიმღერით დაიწყო

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგდეს ბათუმის ტრაგედიით გარდაცვლილებს.

ამის შემდეგ სცენაზე მომღერალი ლექს-სენი გამოვიდა, სიტყვით მიმართა შეკრებილებს, რის შემდეგაც მუსიკალური ნომერი შეასრულა.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

მომიტინგეთა მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.