"მაინცდამაინც უნდა მოვკლათ ხო სააკაშვილი? მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ ეს სამაგალითოა"
"მაინცდამაინც უნდა მოვკლათ ხო სააკაშვილი? მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ ეს სამაგალითოა"
თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმდინარეობს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ას რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

საკააშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ:

"მებრძოლო ხალხო, ჩემო სამართლიანო ხალხო, აი, ვუყურებ ახლა, ამდენი ხართ და რამდენი კიდევ მოდის, ეს არის ძალიან დიდი იმედი, რომ დღეს ჩვენ ვაზროვნებთ და არამხოლოდ ვაზროვნებთ ქვეყნის სასიკეთოდ, არა
მედ ვმოქმედებთ. ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან საამაყო და მე მინდა პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ტელევიზორებთან არიან მოკალათებული და ქირქილებენ, მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, სადაც ქვეყანა ძალიან კარგად არის, ნეტარად გრძნობს ყველა თავს, არავის უჭირს, ბედნიერია ცხოვრება. ცოტა სხვა არხზეც გადართეთ, ნახეთ, თუნდაც ოპოზიციური ერქვას, იქნებ სიმართლეს ლაპარაკობს. ძალიან ბევრი
ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი, იქნებ  საჭირო საქმეზე ლაპარაკობენ, თუ ოპოზიციური არხები დენს გირტყამენ, რუსულ არხებზე გადართეთ და ნახეთ როგორ დაგვცინის რუსეთი. ნახეთ, როგორი ბედნიერ რუსეთი, რომ ჩვენ ასეთი პოლარიზებულები ვართ, ნახეთ, რა ბედნიერად ქირქილებენ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დამოუკიდებლები, რომ ჩვენ არ ვართ ერი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გუბერნია. ეს გინდათ ქალებო, რომლებიც დედები ხართ და შვილბს ზრდით, ამ სულისკვეთებით გამსჭვალავთ შვილებს.
მიხეილ სააკაშვილის მიმიმართ მე რომ მქონდა პრეტენზია რიგით მოქალაქეს, ალბათ ბევრს ჰქონდა, მქონდა და დღესაც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ დღეს ამის დროა? ქვეყანა დაცემის პირას დგას, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს როგორ მოვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ, პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ, როგორ მოგვწონდეს თუ არ მოგვწონდეს, ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა, როგორც ჰიმნი, ერთი პრეზიდენტი მოვკალით, ეს მოვახერხეთ, თავად მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა, შევარდნაძის მიმართ ეს სამაგალითოა, რა, მის მიმართ არ იყო პრეტენზიები? შევარდნაძეს არ ჰქონდა ცოდვები, მაგრამ როგრ გაუშვა სახლში ისე, როგორც ეკადრებოდა ცივილურ სახელმწიფოს, მოაზროვნე სახელმწიფოს, კულტურულ სახელმწიფოს, აი ისე გაუშვეს სახლში და იქ დაასრულა სიცოცხლე. დაცვაც კი დაუყენა. მაინცდამაინც უნდა მოვკლათ ხო სააკაშვილი?-  მე მაინტერესებს, ბედნიერები იქნებით ამით? სასწორზე რა უნდა დაიდოს დღეს?  ქვეყნის პრესტიჟის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედება ჩვენი, თუ ერთი კაცის მიმართ შურისძიება და რევანში? ალაბათ დადგა დრო, რომ ჩვენც მოვეგოთ გონს. ძალიან დიდ იმედს მაძლევს ხალხის ასეთი სიმრავლე. ახლობლებლებმა შემომითვალეს, რომლებიც სხვა მხარეს დგანან, ჩვენზე მაინც ეფიქრაო, თავადვე დაასამარეს თავიანთი იდეები იმიტომ, რომ თუ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც ჩემი ოპოზიციონორობის გამო შენ სამსახურს დაკარგავ, შენ ვიღაც დაგჩაგრავს, რატ გიდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება.  მე ახლა ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, კარგი იქნებოდა, რომ საქმე ისე გვქონოდა მე აქ მემღერა, მაგრამ ერთი ქართული სიმღერიდან მინდა ამონარიდი გავაკეთო, ჩვენი მტერი სხვა არის და ეს მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ნაციც, ქოცით, იმიტომ, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ერი, თუ იმ მტერმა გაიმარჯვა, ვინც ახლა გვემუქრება: "მტერო, დამჩაგრე, არ ვსტირი, ტირილი დიაც წესია, ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია" , დიახ,  ჩვენ არ დავიჩოქებთ და ამის იმედი, დღეს კიდევ მომეცა!", - განაცხადა აქციაზე ჭოხონელიძემ.


zurab gotua
15 ოქტომბერი 2021 11:09
ეჰ,თამუნია,თამუნია[ციკლიდან-'' ეჰ,ვახუშტი,ვახუშტი''].
eka
15 ოქტომბერი 2021 10:34
300 000 პრობაციონერი პატიმარი და 30 000 ციხის პატიმარი რო ყავდა მისჰას დროს საქარტველოს მასჰინ ლოყებს რატომ არ იხოკავდა ეს ქალბატონი,გამარკვიეტ
ლუხო
15 ოქტომბერი 2021 10:33
ყველა თავისებურად უბერავს, ყველა თავიებურად უსწტვენს, ბარაქალა შენ უფალო, თუ, მართლა ყველას უსმენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები