"ქოცტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ, სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა" - რას წერს უგულავა სოცქსელში? - კვირის პალიტრა

"ქოცტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ, სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა" - რას წერს უგულავა სოცქსელში?

"სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად, - ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილმა "სასაკლაო მოაწყო, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა"

"ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით, როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდსურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოცამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.

მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!",- წერს უგულავა."