"პატიმრები, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ" - კვირის პალიტრა

"პატიმრები, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ"

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც "ინტერპესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

პატიმრები, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ, სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადვოკატმა განუცხადა.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ციხიდან მსჯავრდებულმა ოჯახის წევრს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

მომხდარს ორი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.