"აუცილებელია საყოველთაო შერიგება - როგორმე გავაერთიანოთ ერი, ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ" - კვირის პალიტრა

"აუცილებელია საყოველთაო შერიგება - როგორმე გავაერთიანოთ ერი, ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ"

ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს - ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება, - ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა პოლიტიკოსებში მზაობას, რომ მოხდეს შერიგება, რაზეც სასულიერო პირები საუბრობთ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ასე უპასუხა: "ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია".

"დღეს მოვედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვინახულო, ვნახო მისი მდგომარეობა, გავესაუბრო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი. რამდენიმე დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.