შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

გიორგი მურადაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული კლინიკა "გორმედიდან" რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ "ჯერარსში" გადაჰყავდათ. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი - მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მიხეილ ვანიშვილი 9 ოქტომბერს კლინიკაში დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი ცერაძე, ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

"გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარდა, დადებითი დინამიკა შეინიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.