"მე რომ მეუბნებოდი, ვარდისფერი სათვალით არ შეხედო ცხოვრებასო, მინდოდა შემეხსენებინა, ახლა შენ უყურებ-თქო რაღაცებს ვარდისფერი სათვალით" - კვირის პალიტრა

"მე რომ მეუბნებოდი, ვარდისფერი სათვალით არ შეხედო ცხოვრებასო, მინდოდა შემეხსენებინა, ახლა შენ უყურებ-თქო რაღაცებს ვარდისფერი სათვალით"

"მზეში" მყავდა პირველად, ჩემი სტუმარი იყო მიშა... ჯერ არ იყო პრეზიდენტი, ოპოზიციაში იყო და ვთხოვე, რომ ჩემი სტუმარი ყოფილიყო. მოვიდა და საჩუქრად მომიტანა ვარდისფერი სათვალეები. მითხრა, რომ ამას გჩუქნიო და გისურვებ, რომ ვარდისფერი სათვალეებით არ შეხედო ცხოვრებასო" - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იხილეთ ვიდეო: