"პირდაპირ გეტყვით ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს" - რას ამბობს მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"პირდაპირ გეტყვით ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს" - რას ამბობს მეუფე მელქისედეკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის შეშვება ითხოვა.

მეუფე მელქისედეკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

"უპირველეს ყოვლისა მინდა გადმოგცეთ, რომ ყველას მადლობა გადაგიხადათ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, საერთოდ მისი მდგომარეობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით. მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მისი მკურნალი ექიმი რომ შევიდეს ძალიან კარგი იქნება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ვუთხარი და ვურჩიე, რომ ხომ არ იყო დრო უკვე იმის, რომ შიმშილობაში შეიტანოს რაღაც კორექტირებები, მის კვებასთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა, ის გააგრძელებს შიმშილობას, პირდაპირ გეტყვით ფერი არ მომეწონა, გასაგებია ამდენი ხანია შიმშილობს", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

"ინტერპრესნიუსი"