ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ექსპერტების წინასწარი ინფორმაციით, შენობა უსაფრთხო არ არის. ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე მივიდა.

"ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. არის სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან", -განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"