რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ათეულობით ადამიანია შეკრებილი. შეკრებილები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ, რადგან მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის "ადამიანების მჩაგვრელი, სასტიკი ადამიანი". ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.