"ვერ განვასხვავებ, ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი - ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია" - კვირის პალიტრა

"ვერ განვასხვავებ, ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი - ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია"

როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და საფრთხეს ნუ უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი, სერგეენკო აცხადებს, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

"აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს", - განაცხადა სერგეენკომ.