კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 დაკეტილია - კვირის პალიტრა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 დაკეტილია

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.

ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.