"რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ" - რა გახდა ცნობილი კონსილიუმის დამთავრების შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ" - რა გახდა ცნობილი კონსილიუმის დამთავრების შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობაზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი პროფილაქტიკური მიზნებით ჰოსპიტალში გადაიყვანონ.

როგორც კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა ზურაბ ფაღავამ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ინტენსიური დაკვირვებისთვის მოათავსონ.

„დავაყენეთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. დამთავრდა, ყველაფერი განვიხილეთ, რეკომენდაცია გავეცით. ეს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ ვინაიდან, გართულების ალბათობა მაღალია, იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ რეკომენდაცია გავეცით, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს. ეს საათების საკითხი არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს“,- განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.

"ინტერპრესნიუსი"