როდის მოხდება მიხეილ სააკააშვილის ჰოსპიტალიზაცია - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

როდის მოხდება მიხეილ სააკააშვილის ჰოსპიტალიზაცია - რას ამბობს ექიმი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეხვედრისას მის ჰოსპიტალიზაციაზე საუბარი იყო, თუმცა ეს დღეს არ მოხდება.

როგორც ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმები გაეცნენ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს, რომლის მიხედვითაც, მისი მდგომარეობა „განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა“.

„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს. აქ 3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმები ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროში მართავენ შეხვედრას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"