ავარია მსხვერ­პლით დას­რულ­და - კვირის პალიტრა

ავარია მსხვერ­პლით დას­რულ­და

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ნაფარეულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ჯგუფების ჩართვა გახდა საჭირო.

შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი, შუა ხნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

"ინტერპრესნიუსი"