"დაწესებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს" - კვირის პალიტრა

"დაწესებული რეგულაციების შესრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს"

"საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მონიტორინგი პირბადის ტარების მიმართულებით და იმ დაწესებულ რეგულაციებზე, რომელიც უკვე გვაქვს, იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამასთან, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს არ არის სასურველი.

"ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში, 47%-ზეა ასული და ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით და იმ დაწესებულ რეგულაციებზე, რომელიც უკვე გვაქვს იქნება მაქსიმალურად მკაცრი. თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის სასურველი, მაგრამ არსებობს რესურსი, რომ დამატებითი მობილიზაცია მოხდეს მოსახლეობის. იზრდება მსურველთა რაოდენობა და ვფიქრობთ, მთლიანი ძალისხმევით ეს პროცესი შეიძენს მეტ ძალას და ვაქცინაციის ტემპიც გაიზრდება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰოსპიტალური სექტორში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, ასევე აცრილია მილიონამდე მოქალაქე და იმის ალბათობა, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდებათ ძალიან დაბალია.

,,დღეს ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, გვაქვს 9000-მდე საწოლი და ვაქცინირებული მილიონამდე მოქალაქეა. იმის ალბათობა, რომ რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, არის ძალიან დაბალი. ეს უკვე თვალსაჩინოდ იკვეთება თბილისშიც და ბათუმშიც. ამდენად, ეს გვაძლევს საშუალებას არსებული რესურსით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში გავიაროთ ინფექციის მზარდი მატების პერიოდი, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მასწავლებლების 65% აცრილია, თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს.

მინისტრისმოადგილისთქმითვე, ამეტაპზედისტანციურრეჟიმშისწავლებას 150 სკოლაგანაგრძობს.

"ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. ახლა რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში", - განაცხადა გაბუნიამ.