"სექტემბრის მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 23 პირი გარდაიცვალა" - კვირის პალიტრა

"სექტემბრის მონაცემებით, ორჯერადად აცრილი 23 პირი გარდაიცვალა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბრის თვის ბოლო მონაცემების თანახმად, ორჯერადად აცრილი 23 პირი გარდაიცვალა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იქნება ორჯერადად აცრილებში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გვაქვს, ასევე ჯამში რამდენი ორჯერადად აცრილი პაციენტია გარდაცვლილი.