გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს
გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტსაც. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად ც ვიტამინი. როგორც ისინი "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.
როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კლინიკაში კომენტარი არ გაკეთებულა.
"ინტერპრესნიუსი"