"მე და ალეკს 4 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. მისი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ" - რას წერს ქართველი ჟურნალისტი ბოლდუინის ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"მე და ალეკს 4 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. მისი დიდი მად­ლი­ე­რი ვარ" - რას წერს ქართველი ჟურნალისტი ბოლდუინის ტრაგედიაზე?

მთელი მსოფლიო დაამწუხრა, ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მომხდარმა ამბავმა. ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. მედიაში გავრცელებული ამღელვებელი ფოტოების შემდეგ, სრულიად მსოფლიო უთანაგრძნობდა ჰოლივუდის მსახიობს.

აღნიშნულ ფატქს ეხმაურება და ალეკ ბოლდუინთან შეხვედრას იხსენებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ცისნამ საყვარლიშვილი:

"პირველად ალეკი 2017 წელს გავიცანი. ჩვენთან მოვიდა შობის დღეს. ჩემმა მეუღლემ ჩემი თავი გააცნო, მან თქვა თავისი სახელი - ალეკი და გამიღიმა. თვალებში ვუყურებდი და ვფქირობდი, ვახ, საიდან ვიცნობ ამ კაცს, ღმერთო ჩემო რა ნაცნობი სახე აქვს, სად მყავს ნანახი? არავის არ უთქვამს ჩემთვის რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მოვიდოდა ჩვენთან.

სანამ ალეკი ჩემს ძვირფასს დედამთილს ტკბილად ესაუბრებოდა და ჩემს მიერ მომზადებულ საშობაო ორცხობილას აგემოვნებდა, ჩემმა მეუღლემ მითხრა ვინც იყო და კინაღამ გადავირიე სიხარულისგან. ვგიჟდები ფილმზე #WorkingGirl და ალეკი ისეთი სიმპატიურია ამ ფილმში. მისი მინაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს. თუ გახსოვთ #GogaTV-ის გვერდიდან ჩაგერთეთ ლაივში მაგ დღეს და შობა მოგილოცეთ სრულიად საქართველოს ჰემპტონებიდან.

ასე დაიწყო ჩემი და ალეკის მეგობრობა. ვიყავი მისი #Podcast-ების ჩაწერაზე ნიუ-იორკში, #ჰამპტონფილმფესტივალ-ის ყველა საღამოზე, აქტიურად ვაზიარებდი სიახლეებს მის საქმიანობაზე სოციალურ ქსელში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მეგობრობა აკავშირებთ.

მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მადლიერი ვარ. ალეკმა დაწერა ულამაზესი წერილი ჩემზე და საემიგრაციოს გაუგზავნა. მახსოვს "გრინ კარტის" გასაუბრებაზე, როცა საემიგრაციო ოფიცერი ალეკის წერილს კითხულობდა, სახე სიხარულით ევსებოდა. ასე ვთქვათ მისმა წერილმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დღეს "გრინ კარტა" მაქვს.

ამ ფაქტის მერე უფრო მეტად ვაფასებ, ამ ძვირფასს ადამიანს.მერე ჯაჯომ ჩაწერა გადაცემისთვის და მახსოვს როგორ გულის ფანცქალით ველოდებოდით ყველანი მის მოსვლას. ვიცნობ მის მეუღლეს, ჰილარიას, მის ულამაზესს შვილებს და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია ალეკზე. ვინც არ იცნობს ამბობს რომ ბრაზიანი კაცია, არადა ძალიან თბილი და კეთილი გული აქვს. ვგიჟდები ჩვენს მოკლე საუბრებზე დილაობოთ, როცა "კოფი შოპ ჯეკიში" ვხვდებით. ძალიან მიყვარს და მინდა რომ გამაგრდეს და არ ინერვიულოს.საშინელი ტრაგედია მოხდა და უზომოდ ვწუხვარ. მას ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს. ძვირფასო ალეკ,მინდა რომ კარგად იყო.გვიყვარხარ. სისი და სასი" - წერს საყვარლიშვილი. (წყარო)