"ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ" - კვირის პალიტრა

"ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ"

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ისევ და ისევ კოვიდისა და  ვაქცინაციის თემას ეხმაურება:

"კარგი, კოვიდ-პასპორტები არ გვინდა, ჩემთვის არაა გასაგები, მაგრამ გავატაროთ.

საქართველოს ყველა მოქალაქეს მობილურში უნდა ჰქონდეს აპლიკაცია, სადაც ავტომატურად იქნება მისი სტატუსი ასახული კოვიდ-დადებითია თუ არა, ამ აპლიკაციის გარეშე ვერ უნდა შედიოდე ვერსად, ანუ სახლს ვერ უნდა ტოვებდეს ადამიანი.

ეს იქნება მინიმალური წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ კოვიდიანი ხალხის საზოგადოებაში სიარული თავიდან ავირიდოთ. იქნებ ეს მინიმალური მაინც მოვახერხოთ.

პ.ს. ჩვენი მეზობელი ქვეყნის თურქეთის მაგალითია, ახალი გამოგონებები არაა საჭირო!", - წერს კულუმბეგოვი.