"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - ნინო ლომჯარია კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - ნინო ლომჯარია კახი კალაძესა და ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - ასე ეხმაურება ნინო ლომჯარია თბილისის მერის კახა კალაძისა და მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნას მოჰყვა.

"დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები: სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ; ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;

2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;

3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...რა შეიძლება ვთქვა?

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი..." - წერს ლომჯარია.