"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი - კვირის პალიტრა

"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი

ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგონამ არაერთ ფილმში ითამაშა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა თავის სპექტაკლებში სცენაზეც დააყენა.13 წლის ასაკში კი საოცარი ცეკვით და პლასტიკურობით შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული გახდა და ბინითაც დაასაჩუქრეს. ხალხის რჩეული და საუკეთესო მოცეკვავე წელს სკოლას აშშ-ში ამთავრებს.

მესამე წელია იქ სწავლობს და ცხოვრობს. ნიტა ლომიძე ცნობილი წყვილის - ტელეწამყვანის, რეჟიორის ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია.

შვილის შესახებ ამჯერად მამა, ნიკა ლომიძე გვესაუბრება:

- ნიტამ გადაწვიტა, ამერიკაში ესწავლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის დახმარებით იქ

თავისი მონაცემები, პორტფოლიო გააგზავნა, თითქმის 100%-იანი დაფინანსება მიიღო და სასწავლებლად გაემგზავრა. ცხოვრობს კალიფორნიაში, ლოს-ანჯრლესთან ახლოს, არტ-სკოლაში ცეკვის მიმართულებით უკვე მესამე წელია, სერიოზულ კურსს გადის. სკოლას წელს ამთავრებს და კოლეჯში ჩაბარებას აპირებს, რისთვისაც ძალიან ემზადება. ირჩევს კოლეჯებს და განცხადებებს აგზავნის.

- არასრულწლოვანი შვილის, მშობლების გარეშე ასე შორს გაგზავნა ალბათ ადვილი არ იყო...

- ამ გადაწყვეტილების მიღება ძნელია, მაგრამ მშობლებმა ჩვენი თავი უკან დავწიეთ, წინ ბავშვის მომავალი დავაყენეთ, მოკლედ, შევძელით და გავუშვით. ეს ყველაფერი ძნელი კიდევ იმითაც არის, რომ შორია, მაგრამ ახლა ასეა - ვართ სხვადასხვა კონტინენტზე... სკოლას თავის კამპუსი აქვს, სადაც ცხოვრობს. იქაურობას ყურადღებას აქცევენ, აკონტროლებენ. ნიტას ძალიან მოსწონს იქ ყოფნა. უხარია, რომ კარგ ხალხს შეხვდა. ადამიანებთან

ჯანსაღი ურთიერთობა აქვს. ახლა იმასაც აპირებს, რომ საერთოდ, იქ გააგრძელოს ცხოვრება.

- კონკურსი "შენ შეგიძლია ცეკვა" რომ მოიგო, მაშინ მახსოვს მითხრა, - უცხოეთში მინდა, სწავლის გაგრძელებაო... პრინციპში, ეს ოცნება აიხდინა...

- კონკურსში რომ გაიმარჯვა, ბინა ხომ აჩუქეს, ჰოდა, ის ბინა გააქირავა და სწორედ იმ თანხით არის იქ. ბინის ქირის ფული პირდაპირ ერიცხება. მშობლებს ამაშიც მოგვეხმარა. განაგრძეთ კითხვა