ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას - კვირის პალიტრა

ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას

28 ოქტომბერს, პარიზში, UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს მიწვევით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს ამბასადორიალზე მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუნესკოს ელჩების სესია სათაო ოფისში გაიმართება, სადაც იუნესკოს პრიორიტეტები და მიმდინარე/ ძირითადი საკითხები განიხილება.

საღამოს სესია კე ბრანლეს მუზეუმშია (Musee du Quai Branly) ჩანიშნული.