"მიხეილ სააკაშვილი ცოტა დასუსტებულია, თუმცა მხნედ და იმედიანად არის" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი ცოტა დასუსტებულია, თუმცა მხნედ და იმედიანად არის"

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისმა დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

როგორც გიული ალასანიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მხნედ და იმედიანად არის განწყობილი.

"ძალიან გამიკვირდა, რომ შეუზღუდეს თავის ადვოკატებთან ფაქტობრივად შეხვედრა და ამის გამო უარი თქვა რეანობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. ცოტა დასუსტებულია, თუმცა მხნედ და იმედიანად არის", - განაცხადა გიული ალასანიამ.