"წარ­მო­უდ­გენ­ლად ნი­ჭი­ე­რი რომ ხარ, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ გუ­შინ მეც კი ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად აღვფრ­თო­ვან­დი" - რა მისწერა მიხეილ სააკაშვილმა მაია ასათიანს? - კვირის პალიტრა

"წარ­მო­უდ­გენ­ლად ნი­ჭი­ე­რი რომ ხარ, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ გუ­შინ მეც კი ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად აღვფრ­თო­ვან­დი" - რა მისწერა მიხეილ სააკაშვილმა მაია ასათიანს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან მაია ასათიანს ციხიდან წერილს სწერს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

წერილის ფოტოს ასათიანი "ინსტაგრამის" გვერდზე აქვეყნებს:

"მაია, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ ასეთ დღეს მოხვედი ეთერში ჩემი გულისთვის და თითოეული შენი სიტყვა...

წარმოუდგენლად ნიჭიერი რომ ხარ, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ გუშინ მეც კი ზეაღმატებულად აღვფრთოვანდი.

დიდი სიყვარულითა და მადლიერებით, მიხეილ სააკაშვილი" - წერს ექსპრეზიდენტი.