"კატრექსის" საიდუმლოებანი - კვირის პალიტრა

"კატრექსის" საიდუმლოებანი

(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #35-38)

"კატრექსის ლაბორატორიის" ყოფილი მთავარი ექიმის, ჰომეოპათ კახა საბახტარიშვილის მტკიცებით, "კატრექსი" მამაკაცის პოტენციის ამაღლებასაც ხელს უწყობდა.

კახა საბახტარიშვილი: - ერთმა დანიელმა მეცნიერმა საგანგებოდ შეისწავლა ესკიმოსების ცხოვრება, რომლებიც ზღვის ნაპირებზე სახლობენ. მათი კვების რაციონი, ძირითადად, ზღვის პროდუქტებისგან შედგება. აღმოჩნდა, რომ ესკიმოსებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ ემართებათ. არ აწუხებთ მაღალი წნევა, არ უვითარდებათ ინსულტი ან ინფარქტი, სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევებიც იშვიათია. ამ მხრივ იაპონელებიც გამორჩეული არიან. მიზეზი სწორედ ის არის, რომ ეს ხალხი ზღვის პროდუქტებით იკვებება, რაშიც ცხიმოვანი მჟავა "ომეგა 3"-ის მარაგია, ის ახლა მთელ მსოფლიოში პრეპარატის სახით იყიდება ("ომეგა 3"-ით მდიდარი იყო კატრექსიც). ეს პრეპარატი არა მარტო სიმსივნის საწინააღმდეგოა, არამედ ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავების წყაროა.

არა მხოლოდ ქართველები, არამედ კავკასიელი ხალხები მაღალი ტემპერამენტის მქონეებად არიან მიჩნეული. მათი საკვები ძირითადად ცხოველური პროდუქტებისგან შედგება. მთაში გავრცელებული მჟავე წყლები მოსახლეობაზე დადებითად მოქმედებს. ზღვისპირელებიც ასევე სასარგებლო თევზეულით იკვებებიან. ეს ყველაფერი ცხარე სანელებლებთან ერთად ხელს უწყობს სისხლის მჟავიანობისკენ გადახრას. სხვათა შორის, ჩვენი ჯანმრთელობის 80% სწორედ კვებაზეა დამოკიდებული. დღეს კი არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მით უფრო - კვება, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი ხდება. მათ შორის არის ქრონიკული პროსტატიტი, რომელიც, ფაქტობრივად, იმპოტენციის წინა პირობაა. უროლოგები ამ დაავადებაზე ამბობენ: "ჩვენ ვმკურნალობთ, მაგრამ ვერ ვკურნავთ!" ე. ი. ოფიციალური მედიცინა ამ დაავადებასთან უძლურია.

ქრონიკული პროსტატიტი უნდა განვასხვაოთ მწვავე პროსტატიტისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ანტიბიოტიკების გამოყენებით იკურნება. დღეს საქართველოში მამრობითი სქესის წარმომადგენელთაგან ნახევარზე მეტს აწუხებს ქრონიკული პროსტატიტი.

თუკი ადრე 40-45 წლის ასაკს გადაცილებული მამაკაცები უჩიოდნენ ამ პრობლემას, ახლა 22 წლის ვაჟებსაც აღენიშნებათ ეს დაავადება, Mმიზეზი (მეტწილად) არასრულფასოვანი კვებაა! ახალგაზრდები ხორცეულითა და თევზეულით საკმარისად ვეღარ იკვებებიან. ძალზე მავნებელია არაჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები... ჩემი რჩევაა, ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულებმა უარი თქვან დაკონსერვებულ ხილ-ბოსტნეულზე, მავნებელია ტომატპასტაც, მარგარინი, უმი ბოსტნეულისგან დამზადებული სალათები. ბოსტნეულის ჭამა მხოლოდ არაჟანთან ერთად არის რეკომენდებული. ძალიან კარგია, ერთი სახის ხორცის პროდუქტის ან თევზეულის, ასევე ცხიმიანი საკვების ჭამა დღის განმავლობაში. ქრონიკულ პროსტატიტთან საბრძოლველად ეფექტიანია დღეში ერთხელ კათხა (და არა უმეტესი) ჩამოსასხმელი (არა ბოთლის) ლუდი და ქაშაყი. გარდა იმისა, რომ ზღვის პროდუქტები სამკურნალო თვისებების მქონე ცხიმოვან მჟავას შეიცავს, წყლის ბინადართა სისხლი შემადგენლობით წააგავს ლიმფას, რომელსაც თეთრი სისხლიც შეიძლება ვუწოდოთ, ოღონდ უფრო ტუტე და მარილიანია. აღიარებული პრინციპით, "მსგავსი იკურნება მსგავსით" ზღვის ბინადართა სისხლი პროსტატიტის სამკურნალოდ ეფექტიანად გამოიყენება. ჩვენი, ჰომეოპათების მოსაზრებით, პროსტატიტის ჯირკვლის ანთება ლიმფურ სისტემასა და კვანძებთან პირდაპირ კავშირშია. მართალია, ოფიციალური მედიცინა ამ დაავადებას ვერ კურნავს, სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით ჰომეოპათიურ საშუალებებზე. ალტერნატიული მედიცინის მიმდევრები ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობას სწორედ ლიმფური სისტემის მკურნალობით იწყებენ.

ძლიერი სტრესიც და ზოგჯერ გენეტიკური ფაქტორიც ხელს უწობს ამ დაავადების ჩამოყალიბებას, რაც იმპოტენციის საწინდარი ხდება. მაგალითად, სტრესი პროსტატის ჯირკვალში შეგუბებას იწვევს და ამ პროცესის ხშირი გამეორება დაავადების საფუძველი ხდება.

- შარდის სამკურნალო თვისებებზე ბევრი თქმულება დადის. ჩვენი მკითხველებიც ურინოთერაპიის სასწაულებზე გვწერენ.

- შარდით მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს, მე აორთქლებული ურინა ვუწოდე. მას ყოველივე მავნე გამოაქვს ორგანიზმიდან, კანი (ნებისმიერი ასაკის ადამიანის) საოცრად სუფთა და ნაზი, ახალგაზრდული ხდება. ცნობილია, რომ შარდს ჭრილობაზე, ზოგჯერ დამწვარ ადგილზეც უსვამდნენ მაშინ, როცა სხვა პირველადი დახმარების საშუალება არ იყო. ის წარმოქმნიდა მჟავე რეაქციას, რაც ბაქტერიებისა და მიკრობების წარმოქმნას ხელს უშლიდა.

არ შეიძლება დაავადებული ადამიანის შარდის გამოყენება. ერთგან წავიკითხე ჰიტლერულ გერმანიაში ფეხმძიმე ქალების შარდს აგროვებდნენ, რაც უშვილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდაო. ამასაც მეცნიერული ახსნა აქვს, ორსული ქალის შარდში დიდი რაოდენობით ჰორმონებია, რომლებიც ხელს უწყობენ რეგენერაციას, ზრდას.

იმპოტენციის სამკურნალოდ

კაკლის მარცვალი დავაქუცმაცოთ, დავასხათ თაფლი თანაბარი რაოდენობით. მივიღოთ 2 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, ჭამიდან  30 წუთის შემდეგ, რძესთან ერთად. Mმკურნალობის კურსი 20-30 დღე უნდა გაგრძელდეს. სქესობრივი ფუნქციის გასაძლიერებლად  ეფექტიანია აგრეთვე, თუკი თანაბარი რაოდენობით შევურევთ დაქუცმაცებულ ქინძსა და ოხრახუშს, ახალს ან ხმელს. აუცილებელია მისი მიღება საჭმელთან ერთად 1 სუფრის კოვზი,  ყოველდღიურად. ტიბეტური მედიცინის მიხედვით, იმპოტენცია გაქრება, თუკი პაციენტი ყოველ დილით არაყში დამბალ და შემდგომ გამხმარ ჟოლოს მიიღებს.

პროსტატის გაწმენდა

ამ მეთოდით ავიცილებთ და ვუმკურნალებთ პროსტატის ადენომას და მასთან დაკავშირბულ სიმპტომებს, ტკივილს შარდის ბუშტის არეში, სწორი ნაწლავის მიდამოში, ღამით შარდვის გახშირებას ან შარდის შეკავებას, შეკრულობას, სქესობრივი უნარის დაქვეითებას:

1 სუფრის კოვზ ძირტკბილას დაქუცმაცებულ ფესვებს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. დაველოდოთ ნახარშის გაცივებას და შემდეგ გავწუროთ დოლბანდში.

მიღება: ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში მთელი თვის განმავლობაში. შემდეგ გავაკეთოთ ორკვირიანი შესვენება და ისევ გავიმეოროთ კურსი. საჭიროა წელიწადში სამი კურსის ჩატარება. ნახარში უნდა შევინახოთ გრილ ადგილას. მიღების წინ უნდა შევათბოთ.