"არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი
1992 წლის გაზაფხულიდან სამხედრო ჟურნალისტიკაში ჩემი მოღვაწეობის დაწყება, ძირითადად, იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ საზოგადოებას ქართულ არმიასა და ქართულ მიწაზე წარმოებულ ომებზე მასმედიისგან ინფორმაცია დაბალპროფესიონალურ დონეზე მიეწოდებოდა. მას შემდეგ 26 წელმა განვლო, მაგრამ ეს პრობლემა ისევ არსებობს. ის, რასაც ამ განვლილ პერიოდში გაზეთების "7 დღისა" და "კვირის პალიტრის", ასევე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" საშუალებით ვცდილობდი - საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში ქვეყნის დამცველის პატრიოტული სული გამეღვივებინა, - ვეცდები, ამ ბლოგის საშუალებითაც გავაგრძელო...