რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ეშმაკური ტაქტიკა 2 ათასი რუბლის "გამოსასყიდის" მოსაპოვებლად
18-06-2018
რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ეშმაკური ტაქტიკა 2 ათასი რუბლის "გამოსასყიდის" მოსაპოვებლად
საოკუპაციო "საზღვარს" იქით გადატყუებულნი  - როგორ იტაცებენ ქართველებს საოკუპაციო ზონის საზღვრიდან

17 ივნისს გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან კიდევ ერთი ადამიანი - მწყემსი, 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს, რის თაობაზეც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც, გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

კვირა არ გავა, რომ შიდა ქართლში საოკუპაციო ზონის საზღვართან საქართველოს
ერთი მოქალაქე მაინც არ დააკავონ, უფრო სწორედ კი, მოიტაცონ ოსმა სეპარატისტებმა თუ რუსმა სამხედროებმა.
შემდგომი პროცედურა ცნობილია: br /> ქართული მხარე დახმარებისთვის მიმართავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ერთ-ორ დღეში გატაცებულ მოქალაქეს ერგნეთის საგუშაგოზე აბრუნებენ, რა თქმა უნდა, ჯარიმა - გამოსასყიდის 2 ათასი რუსული რუბლის გადახდის
შემდეგ.
ოსი სეპარატისტები კმაყოფილები არიან - მათ ხომ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს "სახელმწიფო საზღვარი..."
კმაყოფილი არიან რუსი სამხედრო ოკუპანტებიც - "საზღვრის დამრღვევის" დაკავების სტატისტიკა იზრდება, რისთვისაც მეთაურობა მათ ახალ წოდებებს მიანიჭებს...
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც არანაკლებ კმაყოფილია: სათაო ოფისში გაგზავნილ ანგარიშებში კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს თუ რა საშიშია მათი მუშაობა კონფლიქტის ზონაში...
უკმაყოფილოები არც ქართული ოფიციალური მხარეა: ხედავთ რა ოპერატიულად დავაბრუნებინეთ გატაცებულებიო...
ერთადერთი წაგებული კი საქართველო რჩება ამ თანამედროვე "ლეკიანობისგან", როდესაც უბრალო ადამიანი დაზღვეული არ არის ასეთი მოტაცებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის არც კი მიახლოვებია ოკუპაციის ზონის ე.წ. გამყოფ საზღვარს.
ოსმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა გამოუმუშავეს მარტივი ტაქტიკა 2-ათასრუბლიანი ქართველი მძევლების ასაყვანად, როდესაც ქართველი მწყემსი თუ გლეხი საოკუპაციო ზონის საზღვრის სიახლოვეს გამოჩნდება, ჩამალული ავტომატიანები საფარიდან გამოდიან, რამდენიმე ათეული მეტრიდან იარაღს უშვერენ და უბრძანებენ მათთან მივიდეს. თუკი ჩვენი გლეხი დაემორჩილა და მათ მიუახლოვდა, ის ძალაუნებურად კვეთს ე.წ. საზღვრის ხაზს და მაშინვე "საზღვრის დამრღვევის "სტატუსით აკავებენ...

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია არ დაემორჩილო, როდესაც შენ, უარაღოს ავტომატის ლულებს გიშვერენ და არ იცი, როდის გესვრიან, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ ასეთ ეპიზოდში, ერთი ადამიანი არ შეუშინდა დამიზნებულ "კალაშნიკოვებს", გაიქცა და დაჭერას გადაურჩა, მეორე მის გვერდით მყოფმა კი ბრძანება შეასრულა და "საზღვრის დამრღვევის" სტატუსით მძევლად აიყვანეს.
ძნელია რაიმე რჩევა მისცე ადამიანებს, რომლებისკენაც ავტომატებია მიშვერილი, მაგრამ თუკი ისინი არ დაემორჩილებიან ოკუპანტების მოთხოვნას და არ მიუახლოვდებიან მათ, შესაბამისად, არც ოკუპაციის "საზღვრის" წარმოსახვით ხაზს გადაკევეთენ და მათ არ მისცემენ დაკავების მოგონილი საბაბის ხორცშესხმის საშუალებას...
ისე კი,  როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, თუკი დაკავების მომენტში მძევლად აყვანილს ჯიბეში 50 ლარი აღმოაჩნდა, ამ თანხის საფასურად მას ადგილზევე უშვებენო. მაგრამ ბევრი ქართველი მწყემსი თუ გლეხი გინახავთ 50 ლარიანით ჯიბეში ძროხების მწყემსვისას ან თოხნის დროს?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
NIKOS
27 ივნისი 2018 15:29
ნიკო გენაცვალე, შენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდი და ცხოვრობ?! ნაციონალების დროს რო იხსენებ 2008 წელი ვის დროს იყო?! სწორედ მაშინ მიშიკოს და ნაცების უსუსური და დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არ მივიღეთ ეს ყველაფერი?! დაკარგული ახალგორი და ცხინვალის ირგვლივ სოფლები. 100 ზე მეტი სოფელი. დამცირებული და პირდაპირი მნიშვნელობით ფეხქვეშ გათელილი ჯარი და ეროვნული ღირსება, მცოცავი ანექსია და ა. შ. ეს ხო ყველაფერი ნაცების დროს მოხდა და მაგის მერე კიდე 4 წელი იბოგინეს, გამოხრეს ბოლომდე თუ რამე დახმარება მიიღო ქვეყანამ 2008 წლის, მათ მიერვე წამოწყებული და ჩაფლავებული, კონფლიქტის მერე და ეხლაც მოკალათებული არიან ზოგი პარლამენტში და ზოგი საზრვარგარეთ "გულაობს" .ნუთუ ეს ყველაფერი დაგავიწყდა?!
მედეა
21 ივნისი 2018 11:44
3 საპოლიციო მანქანა რომ მორიგეობდეს და მიმოდიოდეს ადრე დილიდან გვიან ღამემდე გამყოფი ხაზის გასწვრივ უცხოელი ან ჟურნალისტის ან მშვიდობისმყოფელთან ერთად, ძვირი დაჯდება?. მაშინ ხომ ვერ გაბედავენ ლეკიანობას?მარტო რატომ არის მიტოვებული იქაური მენახირე ან მეტყევე? ხალხს დ ა ც ვ ა სჭირდება და არა გამოსყიდვა."ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა". გამოაცხადეთ კონკურსი, იქნებ მთავრობაზე უკეთესი ხერხი მოიგონოს ვინმემ, მოუხმეთ ტვინებს . დაეკითხეთ ხალხს. ვის ესმის ეს ჩემი ძახილი?
Niko
20 ივნისი 2018 19:14
ნაცების დროს ვიყავით თავმოყვარე სახელმწიფო. საშინელ დღეში გვყავდნენ სეპარატისტები. ქვეყანა ვითარდებოდა. აი ესაა ზუსტად მიზეზი იმისა თუ რატო ძულთ გრუზინებს აფსურბს და ოსებს ასე ძალიან ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოცნ3ბა მათთვის მართლა საოცნებო ხელისუფლებაა