ფაშინიანი მოსკოვისგან ახალ გამანადგურებელ Су-ებს ელოდება
19-06-2018
ფაშინიანი მოსკოვისგან ახალ გამანადგურებელ  Су-ებს ელოდება
სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სუ-30СМ - ის კაბინაში გადაღებულმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ქვეყნის პირველი პირი შემთხვევით არ ჯდება საბრძოლო თვითმფრინავის კაბინაში და მითუმეტეს შეცდომით არ აქვეყნებს ასეთ ფოტოს.
2016 წლის თებერვლის დასაწყისში "კვირის პალიტრაში" ვწერდი, რომ სომხეთი დაინტერესებული იყო რუსეთიდან 4++ თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების Су-30СМ-ების შეძენით.
სომხეთის შეიარაღებაში 35 ტონიანი ორადგილიანი გამანადგურებლის გამოჩენა, რომელსაც 8 ტონა საერთო მასის რაკეტებისა და ბომბების წაღება 1 500 კმ-ის რადიუსში შეუძლია,
მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო ბალანსს სამხრეთ კავკასიაში, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან მიმართებაში.

დღეისათვის აზერბაიჯანის საბრძოლო ავიაცია 18 МиГ-29-ითა და 20-მდე Су-25-ით, ჯაბნის სომხეთის 15 ცალ Су-25 -ს (მათგან ერთი 1993 წელსაა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებიდან გატაცებული), თუმცა ერებუნის აეროდრომზე რუსული სამხედრო ბაზის განკარგულებაში 18
МиГ-29 დგას.
Су-30СМ -ებით სომეხ პილოტებს აზერბაიჯანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე შეეძლებათ მიღწევა, ისევე, როგორც საქართველოს მიმართულებით.
ერთი Су-30СМ -ის საექსპორტო გასაყიდი ფასი 80 მლნ დოლარს აღემატება, რუსეთს თავისი ავიაციისთვის 50 მლნ დოლარამდე უჯდება და ერევანს ამ ფასადაც რომ მიყიდოს, ეს სომხეთის დღევანდელი ეკონომიკისთვის წარმოუდგენლად დიდი ფასია.

ამიტომაც, თუკი უახლოეს მომავალში რუსული Су-30СМ -ები მართლაც გამოჩნდნენ ერებუნისა თუ გიუმრის აეროდრომებზე უნდა ვივარაუდოთ, რომ გრძელდება "ისკანდერის" თემა -  ძალზე ძვირადღირებულ თანამედროვე რუსულ შეიარაღებას (რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს) თითქოს ოფიციალურად ყიდულობს ერევანი, სინამდვილეში კი სომხეთის მიწაზე როგორც "ისკანდერების" ისე "სუ"-ების ოპერატორებად ისევ რუსი ოფიცრები რჩებიან...

P.S. სხვათა შორის ეს ფოტო რუსულ "სუ"-ში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერებუნის აეროდრომზე გადაიღო.
სულ მაინტერესებდა როგორ ჩაფრინდებიან ხოლმე რუსული საბრძოლო თვითმფრინავები სომხეთის აეროდრომებზე-ირანის ან თურქეთის საჰაერო სივრცეების გავლით, თუ უფრო მარტივად, მოკლე გზით-პირდაპირ ქართული ცის გადაკვეთით?

P.S.S. პირადი შთაბეჭდილება- Су-30СМ -ის წინამორბედ ვარიანტს, Су-30МК-ს დეტალურად 2001 წელს საფრანგეთში, ლე ბურჟეს ავიაკოსმოსურ გამოფენაზე გავეცანი, სადაც ჩვენი Су-25КМ "სკორპიონი" გვყავდა ჩაყვანილი. სუ-30მკ საბჭოთა ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო Су-27УБ-ს გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, რომელსაც საჰაეროს გარდა, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების დაზიანება "ასწავლეს".

ისე ინფორმაციისთვის-პირველი Су-30СМ რუსებმა 2018 წლის მაისში დაკარგეს სირიაში, ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრენისთანავე ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა, ისე კი პირველი საბრძოლო დანაკარგი მისმა "წინაპარმა" Су-27 -მა ქართულ ცაში განიცადა - აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის მარტში რუსული Су-27С სოხუმის რაიონში ტყეში ჩამოვარდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ირაკლი ალადაშვილი
22 ივნისი 2018 16:06
20 ივნისი 2018 16:48
ეს რომ გაიგო, საერთაშორისო საკანონმდებლო ავია-ნავიგაციაში, მეტი უნდა იცოდე, მეტად უნდა ერკვეოდე.

p.s.-ს!




სწავლა სიბერემდაო,ისევე როგორც ელემენტერული კულტურისა,თუ რატომ არ უნდა მიმართო უცხოს შენობით და კომენტარიც მისაღებ ფორმაში დადო,თორემ როგორ არეგულირებს საერთაშორისო ფრენებს „ევროკონტროლი“ და „იკაო“,ამის გაგება რთული არ არის.
ისე დიდათ მადლობელი დავრჩებოდი,თუკი კონკრეტულ პასუხს მივიღებ-როგორო საჰაერო მარშრუტით ჩაფრინდებიან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო(ხაზს ვუსვამ-საბრძოლო ) თვითმფრინავები სომხეთში?

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
p.s.-ს!
20 ივნისი 2018 16:48
ეს რომ გაიგო, საერთაშორისო საკანონმდებლო ავია-ნავიგაციაში, მეტი უნდა იცოდე, მეტად უნდა ერკვეოდე.
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
20 ივნისი 2018 16:42
ფაშინიანი საქართველოს ბედოვლათ მედიაში, ხან ვაშინგტონელია, ხან მოსკოველი. ერევნელი რომ არის, არ აცხადებენ.