პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ხდება
პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ხდება
პარიზში ახალი ქართული ყუმბარსატყორცნით - მოდერნიზებული ქართული ყუმბარსატყორცნი წარდგენილი იყო "დელტას" ექსპოზიციაზე საფრანგეთში 11-15 ივნისს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "ევროსატორი-2018".

25 წლის წინ გორის სატანკო პოლიგონზე იმ პირველი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის საცეცხლე გამოცდის თანამონაწილე გავხდი, რომელიც თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროში დამზადდა.

მართალია, ეს ყუმბარსატყორცნი თითქმის ერთიერთზე იმეორებდა საბჭოთა РПГ-7В-ს, მაგრამ მაშინ, 1993 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და არავის ეცალა საავტორო უფლებების დაცვაზე საფიქრელად, რადგან ქართველ ბიჭებს ფრონტის ხაზზე სასწრაფოდ სჭირდებოდათ
ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების დამატებითი პარტიები.
RPGL-7D TACTICAL
ასე იქცა საბჭოთა დროს შექმნილი ყუმბარსატყორცნი პირველ სერიულ ქართულ იარაღად, რომლის ათასამდე ერთეული თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა.

მაგრამ დრო გადის და ნებისმიერი იარაღიც, რაგინდ ეფექტიანიც უნდა იყოს, განახლებას მოითხოვს.
მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცოტა ხნის წინ "დელტას" სპეციალისტებმა საქართველოში წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო
ყუმბარსატყორცნი სპეციალური პროგრამით განაახლეს. შედეგად, იარაღი "გატაქტიკურდა", რითაც გაუმჯობესდა იარაღის ერგონომიკა და გარკვეულწილად, შესაძლებლობებიც.
პარიზში,
შეიცვალა წინა და უკანა არაერგონომიკული სახელურები, უკანა სახელურის ადგილზე პიკატინის უნივერსალური რელსის დაყენების შემდეგ, მასზე ათეულობით სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელის სახელურის დამონტაჟებაა შესაძლებელი.

წინა სახელურს გაეზარდა სიგრძე და გეომეტრია. ყუმბარსატყორცნის ზედა მხარეს დამონტაჟდა ასევე "დელტას" ორიგინალური კონსტრუქციის პიკატინის მიმმართველი, რომელზეც სხვადასხვა მოდელისა და დანიშნულების არასაშტატო სამიზნე მოწყობილობების დაყენება შეიძლება, მაგალითად, ჰოლოგრაფიული სამიზნეების, 2, 4 და 6-ჯერადი გადიდების ოპტიკური სამიზნეების, თბოვიზორებისა და სხვ.
საბჭოთა ყუმბარსატყორცნი РПГ-7В - იპოვეთ განსხვავებები!
ამასთან, ყუმბარსატყორცნზე შენარჩუნებულია ძველი მექანიკური სამიზნეებიც და საშტატო-ოპტიკური სამიზნეს სამაგრი რელსიც.

ამგვარად, მოდიფიცირებულმა RPGL-7D TACTICAL-მა ისეთი თვისებები შეიძინა, რაც მოძველებულ საბაზო ვარიანტს არ ჰქონდა, ხოლო, თუ კოლიმატორითაც აღიჭურვება, ზუსტი დამიზნებითი ცეცხლის წარმოება ბევრად სწრაფადაა შესაძლებელი, რაც მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებისას აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სითბური სამიზნეების დაყენების შესაძლებლობა, რისი წყალობითაც ისედაც უნივერსალური RPGL-7D TACTICAL მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ღამით ბრძოლისას ძალზე ეფექტიანი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

სოსო
12 ივლისი 2018 18:25
ძალიან გაფასებთ ბატონო ირაკლი,თქვენც და თქვენს სტატიებსაც.
Truker
05 ივლისი 2018 15:22
ესეც რა თქმა უნდა ისეთივე უჟანგია როგორც G5 შაშხანა რომნლსაც ჟანგი ჰქგდა მოდებული გამოფენის დროს
გიო
04 ივლისი 2018 19:10
დიდი მადლობა ბატონო ირაკლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები