პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ხდება
პირველი ქართული სერიული იარაღი მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ხდება
პარიზში ახალი ქართული ყუმბარსატყორცნით - მოდერნიზებული ქართული ყუმბარსატყორცნი წარდგენილი იყო "დელტას" ექსპოზიციაზე საფრანგეთში 11-15 ივნისს გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "ევროსატორი-2018".

25 წლის წინ გორის სატანკო პოლიგონზე იმ პირველი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის საცეცხლე გამოცდის თანამონაწილე გავხდი, რომელიც თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროში დამზადდა.

მართალია, ეს ყუმბარსატყორცნი თითქმის ერთიერთზე იმეორებდა საბჭოთა РПГ-7В-ს, მაგრამ მაშინ, 1993 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და არავის ეცალა საავტორო უფლებების დაცვაზე საფიქრელად, რადგან ქართველ ბიჭებს ფრონტის ხაზზე სასწრაფოდ სჭირდებოდათ
ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების დამატებითი პარტიები.
RPGL-7D TACTICAL
ასე იქცა საბჭოთა დროს შექმნილი ყუმბარსატყორცნი პირველ სერიულ ქართულ იარაღად, რომლის ათასამდე ერთეული თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადდა.

მაგრამ დრო გადის და ნებისმიერი იარაღიც, რაგინდ ეფექტიანიც უნდა იყოს, განახლებას მოითხოვს.
მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცოტა ხნის წინ "დელტას" სპეციალისტებმა საქართველოში წარმოებული ტანკსაწინააღმდეგო
ყუმბარსატყორცნი სპეციალური პროგრამით განაახლეს. შედეგად, იარაღი "გატაქტიკურდა", რითაც გაუმჯობესდა იარაღის ერგონომიკა და გარკვეულწილად, შესაძლებლობებიც.
პარიზში,
შეიცვალა წინა და უკანა არაერგონომიკული სახელურები, უკანა სახელურის ადგილზე პიკატინის უნივერსალური რელსის დაყენების შემდეგ, მასზე ათეულობით სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელის სახელურის დამონტაჟებაა შესაძლებელი.

წინა სახელურს გაეზარდა სიგრძე და გეომეტრია. ყუმბარსატყორცნის ზედა მხარეს დამონტაჟდა ასევე "დელტას" ორიგინალური კონსტრუქციის პიკატინის მიმმართველი, რომელზეც სხვადასხვა მოდელისა და დანიშნულების არასაშტატო სამიზნე მოწყობილობების დაყენება შეიძლება, მაგალითად, ჰოლოგრაფიული სამიზნეების, 2, 4 და 6-ჯერადი გადიდების ოპტიკური სამიზნეების, თბოვიზორებისა და სხვ.
საბჭოთა ყუმბარსატყორცნი РПГ-7В - იპოვეთ განსხვავებები!
ამასთან, ყუმბარსატყორცნზე შენარჩუნებულია ძველი მექანიკური სამიზნეებიც და საშტატო-ოპტიკური სამიზნეს სამაგრი რელსიც.

ამგვარად, მოდიფიცირებულმა RPGL-7D TACTICAL-მა ისეთი თვისებები შეიძინა, რაც მოძველებულ საბაზო ვარიანტს არ ჰქონდა, ხოლო, თუ კოლიმატორითაც აღიჭურვება, ზუსტი დამიზნებითი ცეცხლის წარმოება ბევრად სწრაფადაა შესაძლებელი, რაც მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებისას აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სითბური სამიზნეების დაყენების შესაძლებლობა, რისი წყალობითაც ისედაც უნივერსალური RPGL-7D TACTICAL მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ღამით ბრძოლისას ძალზე ეფექტიანი იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (11)
სოსო
12 ივლისი 2018 18:25
ძალიან გაფასებთ ბატონო ირაკლი,თქვენც და თქვენს სტატიებსაც.
Truker
05 ივლისი 2018 15:22
ესეც რა თქმა უნდა ისეთივე უჟანგია როგორც G5 შაშხანა რომნლსაც ჟანგი ჰქგდა მოდებული გამოფენის დროს
გიო
04 ივლისი 2018 19:10
დიდი მადლობა ბატონო ირაკლი
...
30 ივნისი 2018 14:41
Aleksandre 30 ივნისი 2018 10:47
Irakli dzaan kargi blogia, didi siamovnebit chavikitxav xolme.


ბატონო Aleksandre!
22 წელზეა მეტია „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველი ვარ და ბოლო 15 წელია(თუ მეტი არა), რაც ჩვენ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიების ელექტრონული ვერსიები იდება მკითხველების მიერ კომენტარების გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობით. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ყოველთვის თავის ვიკავებდი მეპასუხა ყველაზე კრიტიკული კომენტარის ავტორისთვისაც ,რომელიც პირად შეურაცხყოფაზე იყო გადმოსული. ამის ბევრი შემთხვევა, „რატომღაც“ უფრო 2009-2012 წლებში ფიქსირდებოდა. როგორც გავარკვიე მაშინდელ თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ში „ტროლების“ მთელი ოცეულები ისხდნენ კომპიუტერებთან, ყველა მეტ-ნაკლებად კრიტიკული სტატიების ავტორების „ჩასაძირად“. მათთან ბრძოლისა და ნერვების აშლის არავითარი სურვილი არ მქონია, შესაბამისად აღარც კომენტარებს ვკითხულობდი, მაგრამ ამით პირველში რიგში ჩემი ის მკითხველი დაზარალდა, რომელსაც მართლაც სიმართლეს გაგება სურდა.
ამ ბლოგის გახსნის მთავარი მიზანიც ორმაგი კავშირის დამყარებაა ისეთ მკითხველთან, რომელსაც მართლაც აინტერესებს ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის საკითხები, ქართული არმიის პრობლემები, წარმატებები და ამასთან შეუძლია ელემენტარული კულტურის ფარგლებში კითხვის დასმაც და შეცდომის მითითებაც.
მკითხველმა ისიც უნდა გამიგოს ,რომ ზოგჯერ ზოგიერთ საკითხს ვერ ჩავუღრმავდები და ვერც დავაკონკრეტებ მონაცემებს, თუკი ჩავთვლი, რომ ეს შეიძლება ჩემი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.
სხვა მხრივ კი დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა მკითხველის კომენტარს, თუ რა თქმა უნდა კონკრეტულ კითხვას ჩემი კომენტენცია შესწვდება...


პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
Aleksandre
30 ივნისი 2018 10:47
Irakli dzaan kargi blogia, didi siamovnebit chavikitxav xolme.
ირაკლი ალადაშვილი
28 ივნისი 2018 17:39
ბატონ ზ.კალორიას!

სახელმწიფო თუ კერძო ჩინოვნიკური პიარის ნიშნები სამწუხაროდ ადრეც იყო,არც ეხლა გვაკლია და მომავალშიც ალბათ თავს შეგვახენებს,მაგრამ მეორე მხრივ ისიც რეალობაა, რომ ქართული არმიის 3 ათასზე მეტი მებრძოლი „დელტაში“ შექმნილი და მასიურად წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვა ეს პროცესი გრძელდება), რამდენიმე ათეული (ზუსტ ციფრს არ დავაზუსტებ) სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“ კი საუდის არაბეთის სამეფომ შეიძინა და აქაც პროცესი გრძელდება მცირე შეფერხების გამო, რაც აუცილებელ მოდერნიზაციასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა კონკრეტული, არც თუ მეორეხარისხოვანი სახელმწიფოს შეკვეთით „დელტამ“ დაამზადა კონკრეტული შეიარაღების პარტია,რაც კიდევ ერთი ნაბიჯია შეიარაღების მსოფლიო ბაზრის „გაუვალი“ ჯუნგლების ერთ პატარა ბილიკზე შესაღწევად...

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
ზ.კალორია
28 ივნისი 2018 11:20
კარგია თუ ასეთი რაღაცეები მზადდება მართლა მიხარია.

მაკვირვებს ერთი რამ რომ ქვეყანაში ველოსიპეტი ვერ დამზადებულა და საბრძოლო ჯიპები როგორ მზადდება?
ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

მახსოვს ქუთაისის მერი იყო თეიმურაზ შაშიაშვილი.
ჩამოიყვანა ინდური ჯიპი მახინდრა და ქუთაისის დამზადებულიაო იძახდა და იმით დადიოდა ხოლმე. იმ მანქანას ალბათ რულზე რომ შალითა კეთდება ის ნაწილი იყო ქუთაისში დამზადებული.

მერე რომელიღაც ძველი თვითფრინავი იპვეს შეღებს დაზეთეს თუმცა იმით აფრენა ვერ გაბედეს ( 2 კაციანი იყო) ისე აჩვენეს ტელევიზიით. ქუთაისმა თვითფრინავების გამოშვება დაიწყოო. ა,ა, პატრა ხელის წაკვრა უნდა ამ საქმეს მარტოო.

ასეა ჩვენი ჯარის და შეიარაღების ამბავიც თუ მართლა კეთდება რამე?



ირაკლი ალადაშვილი
27 ივნისი 2018 19:32
misha 27 ივნისი 2018 08:20
ოპტიკური სამიზნე რათ უნდა რპგს ? ან ტეპლოვიზორი . სროლის მანძილი და სიზუსტე მაინც იგივეა.

ბატონო misha,საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით,ათიოდე რეაქტიული ჭურვი მაქვს გასროლილი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან და დამერწმუნეთ ოპტიკური სამიზნით უფრო მოსახერხებელია ზუსტი გასროლა,ვიდრე მექანიკური სამიზნით(ოღონდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ გვერდითა ქარი).თანამედროვე თბოვიზორი უკუნეთ სიბნელეშიც მოწინააღმდეგის ტანკისა თუ ჯავშანმანქანის ძრავისა და სავალი ნაწილის გაცხელებულ,მაღალი ტემპერატურის გამომყოფ დეტალებს კარგად აფიქსირებს და ზუსტი დამიზნების საშუალებას აძლევს მსროლელს.თბოვიზორის გარეშე ზუსტი სროლა ღამით თითქმის წარმოუდგენელია.


პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
misha
27 ივნისი 2018 08:20
ოპტიკური სამიზნე რათ უნდა რპგს ? ან ტეპლოვიზორი . სროლის მანძილი და სიზუსტე მაინც იგივეა.
TENURI
26 ივნისი 2018 22:13
გაიგეთ ხალხო რომ ეს ისევ საავიაციოს კოლექტივია, ვინც აპროექტებს და ვინც მეტალში ქმნის. საავიაციო ქარხანა მიშამ გადასცა დელტას სამართავად როგორც ჩარხ დანადგარები ასევე კვალიფიციური კადრები. ბატონო ირაკლი მგონი ასეა. ყოველ შემთხვევაში ასე მითხრეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები