ქართული ცა რუსეთ-სირიის დამაკავშირებელი აღარ იქნება...
ქართული ცა რუსეთ-სირიის დამაკავშირებელი აღარ იქნება...
"საქაერონავიგაცია" სირიის ავიაკომპანიებს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის საშუალებას აღარ მისცემს, რაც ცოტათი გააძნელებს რუსი დაქირავებული სამხედროების გადაფრენებს სირიის ომში...

"საქაერონავიგაციამ" პირველი ივნისიდან ორ სირიულ ავიაკომპანიას Syrian Air-სა და Cham Wings-ს საქართველოს საჰაერო სივრცის წვდომაზე უარი განუცხადა. "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა ამ მყისიერი გადაწყვეტილების საფუძვლად 29 მაისს სირიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადება მოიტანა, რომლის თანახმადაც ბაშარ ასადის რეჟიმმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" "ცნო".

ის, რომ სირიის
ავიაკომპანიების თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით დაფრინავდნენ, უკვე დიდი ხანია ცნობილი იყო.

ჯერ კიდევ ა.წ. 6 აპრილს საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვრიდან სირიულმა ავიკომპანიამ Cham Wings-მა ლატაკიისა და დამასკოს აეროპორტებიდან რუსეთის დონის როსტოვის პლატოვის აეროდრომამდე არანაკლებ 51 ჩარტერული
რეისი შეასრულა, რომლის დროსაც ორივე მხარეს რუსული კერძო სამხედრო კომპანიების დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდათ.
საჰაერო მარშრუტი, რომლითაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში მიფრინავენ
საგულისხმოა, რომ ეს ავიარეისები კვირაში ორჯერ ხორციელდებოდა და მათზე ბილეთები არ იყიდებოდა, ხოლო ჩამოფრენილი მგზავრები, რომლებსაც მართალია სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ სპორტული აღნაგობით გამოირჩეოდნენ, მაშინვე ავტობუსებით, სავარაუდოდ, მოლკინოს სამხედრო ბაზაზე გაჰყავდათ, სადაც ცნობილი "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები გადიან მომზადებას. ისე, ინფორმაციისთვის, ამავე ბაზაში დისლოცირებულია რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-10 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგვისტოს ომში.

დაქირავებული რუსი მებრძოლების როსტოვიდან სირიაში ყველაზე მოკლე საჰაერო გზით, რომელიც ქართულ ცაზეც გადიოდა, გადასროლა, რუსეთის გენერალიტეტს დიდ შეღავათს აძლევდა, რადგან რუსეთიდან სირიაში, ჰმეიმიმის აეროდრომამდე საბრძოლო თვითმფრინავების გადასაფრენად რუსეთის გენერალიტეტი იძულებულია გამოიყენოს ბევრად უფრო გრძელი საჰაერო მარშრუტი: კასპიის ზღვა-ირანი-ერაყი-სირია.
რუსი დაქირავებული სამხედროები სირიაში
სირიული ავიკომპანიებისთვის ქართული ცის ჩაკეტვის შემდეგ დაქირავებული რუსი მებრძოლების გადასროლაც სირიაში მოსკოვს ამ გრძელი საჰაერო მარშრუტით მოუწევს და ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათამდე გაეზრდებათ.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად იყო აქამდე საქართველოს მთავრობა, მაინცდამაინც ასადის რეჟიმს უნდა "ეღიარებინა" "თანამოძმეები", რომ ეს საჰაერო გზა ჩაგვეკეტა? მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს აშშ-მა სირიულ ავიკომპანია Cham Wings -ს სანქციები დაუწესეს, რადგან ამერიკულმა სპეცსამსახურებმა არცთუ უსაფუძვლოდ ეჭვი მიიტანეს, რომ ამ სირიული ავიაკომპანიის სამგზავრო ლაინერებს რუსეთიდან სირიაში დაქირავებული მებრძოლები ჩაჰყავდათ და საბრძოლო საჭურველი და იარაღი ჩაჰქონდათ. ტყუილად ამაყობენ იმით, რომ ამერიკულ და ქართულ სპეცსამსახურებს საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიანო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Truker
12 ივლისი 2018 09:52
აქამდე რომ ჩაეკეტა რა პონტი იქნებოდა. ვ თომ ამერიკელებია მართლი? გაიხსენეთ ერაყის შემთხვევა. არიქა ქიმიურ იარაღებს აწარმოებენო და შევარდნენ. მიბეწ მოდეწეს და დედა უ რეს ქვეყანას. ადრე მათივე დაჯ ლდოვებუდი ხუსეინი კატასავით ჩამოაკიდებინეს შემდეგში უკვე ისლამისტ მეომრებს. და უი შეგვეშალა თურმე არქონიათო ქიმიური იარაღიო. მერე თქვეს. კადაფს რა უქნეს ისიც გემახსოვრებათ. ომის წ ნ კადაფმა გააფრთხილა მსოფლ ო. ჭკუას თუ არ მოეგებით და გამანადგურებთ ასე და ასე მოხდებაო. ზედმიწევნით ახდა. იგივე სცენარია სირტაც მაგრამ მათ რუსები ეხმარებიან. არ უნდა მოეხმარონ? სირიაც ისე უნდა მოაბც ონ როგოოც ერაყი და ლიბანი? ვის უსმენთ თქვენ? ტყვილების რუდა ამარიკელებს? იცით თქვენ რა დონის ცხოვრება იყო ლიბანში? ან სირიაში? რა ხელფასები ჰქონდათ ხალხს ვ ნც მუშაობდა და რა დახმარებები ჰქონდათ უმუშევრებს? მაღალი! ევროპის დონის. და ყველაფერი ეს ამერიკელებმა მოსპეს. თუმცა ვეთანხმები იმას რომ სირიას არ უნდა ეღიარებია აფხაზეთი და ცხინვალი
პეტრუშკა
03 ივლისი 2018 12:33
ადრე რომ ჩაეკეტათოო? ეხლა ნამდვილად ჩაკეტილია? ჩვენ ადრეც ჩაკეტილი გვეგონა
გიორგი.
02 ივლისი 2018 03:00
ადრე რომ ჩაეკეტათ, უფრო აღიარებდნენ. ეხლა საბაბი მაინც გვაქვს. რატომ ვერ ხვდებით, რომ ძალა აღმართს ხნავს, "გენიოსებო".
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები