"დიდგორსა" და "მყუდროს" მსოფლიო გაეცნო
03-07-2018
"დიდგორსა" და "მყუდროს" მსოფლიო გაეცნო
საფრანგეთში, შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე "ევროსატორი-2018"-ზე ქართული "დელტას" პროდუქცია გერმანული "ლეოპარდის", ფრანგული "ლეკლერისა" და ამერიკული "აპაჩის" შუა იწონებდა თავს...

ქართული იარაღი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 1999 წელს რუმინეთში "ექსპომილის" გამოფენაზე გავიტანეთ, 2000 წელს უკვე პრაღაში ნატო-ს გამოფენაზე ვიყავით წარდგენილები,ხოლო 2001 წელს საფრანგეთში, ლე ბურჟეს საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ჩავაფრინეთ ჩვენი მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი "სკორპიონი"...

ამ სტატიის ავტორი ამ სამივე გამოფენის მონაწილე გახლდათ, როგორც ქართული ოფიცილური დელეგაციის წევრი და განუცდია ის სიამაყე,რასაც საზღვარგარეთ საქართველოს
დროშის აფრიალება და ქართული იარაღის გამოფენა იწვე
ვს.

მაგრამ,11-15 ივნისს საფრანგეთში შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე "ევროსატორი-2018"-ზე საქართველოში შექმნილი და სერიულად წარმოებული საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის ყველაზე შთამბეჭდავი პრეზენტაცია შედგა,რომლის დადებით შედეგები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა შეიძლება არც თუ შორეულ მომავალში ნახოს.

საფრანგეთში გამოფენაზე ქართული შეიარაღების ნიმუშები ბუნებრივია სახელმწიფო
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" წარადგინა და თქვენმა მონა-მორჩილმაც მცირე ინტერვიუ ჩამოართვა "დელტას" გენერალურ დირექტორს უჩა ძოძუაშვილს.

- ბატონო უჩა, საერთაშორისო სამხედრო გამოფენებზე ეს იყო "დელტას" პირველი ყველაზე წარმომადგენლობითი ექსპოზიცია. რა იყო გამოფენაში მონაწილეობის მთავარი მიზანი?
- "ევროსატორი-2018" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამოფენა გახლდათ. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. საერთო ჯამში ექპოზიციას 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო, აქედან 227 ოფიციალური დელეგაცია იყო.

ჩვენ პირველად წარმოვადგინეთ ქართული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ამ დონის გამოფენაზე. საქართველო იყო წარმოდგენილი "დელტას" სახით, როგორც შეიარაღების მწარმოებელი ქვეყანა. გაიზარდა კომპანიის აღქმა როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშის მსოფლიოს საიარაღო ბაზარზე. იყო შეხვედრები არამხოლოდ პოტენციურ კლიენტებთან, არამედ სხვადასხვა კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ნათლად დაინახეს რომ "დელტა" არის კომპანია, რომელთანაც შესაძლებელია ერთობლივ წარმატებულ პროექტებზე მუშაობა და ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე ძალიან დიდ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები და დაწყებულია მუშაობა.

- გამოფენაზე წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია საკმაოდ მარავალფეროვანი იყო, როგორც ჯავშანტექნიკის, ისე მსუბუქი შეიარაღების სახით. რომელმა ნაკეთობამ გამოიწვია სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება?

- "დელტამ" გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა "მედევაკი", 60, 82 და 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარსატყორცნი, ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, საარმიო და სპეცდანიშნულები ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმსატყორცნი "მყუდრო", ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

გამორჩეული დაინტერესება ერთმნიშვნელოვნად იყო ჯავშანმანქანების "მედევაკისა" და "დიდგორის" საბრძოლო მოდიფიკაციის მიმართ. სპეციალისტებს ძალინ მოეწონათ ჩვენი უხმაურო ნაღმსატყორცნი "მყუდრო", რომელზეც საერთაშორისო სამხედრო-ანალიტიკურმა სააგენტო Army recognition- მა საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. დიდი ინტერესი გამოიწვია ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმმა რდ-7 მა. დაინტერესება იყო სხვა ნაღმმტყორცნებისა და ჯავშანჟილეტების მიმართაც.

გამორჩეული ყურადღება, მაინც სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანანმანქანა "მედევაკმა"- მა დაიმსახურა, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ "ევროსატორი-2018"-ზე მომზადებულ ოფიციალურ ანგარიშშიც შევიდა.


დღევანდელი გადმოსახედიდან და მიღებული რეზულტატიდან ვფიქრობ, რომ "დელტას" მიე,რ როგორც ევროპაში, ისე აზიის რეგიონში დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში მონაწილეობამ პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს.

- სამომავლოდ, რამდენად შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ მსგავსი, თუნდაც პატარა მასშტაბების საერთაშორისო სამხედრო გამოფენა საქართველოშიც ჩატარდეს?
- საკმაოდ საინტერესო იქნებოდა მსგავსი გამოფენის ჩატარება საქართველოშიც. ეს მომგებიანი იქნებოდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც, რადგან გამოფენაზე თავს მოიყრიდნენ კომპანიები ევროპისა და აზიის რეგიონების ქვეყნებიდან.



ალეკო
27 ივლისი 2018 09:55
ჩვენი დელტა ნელ-ნელა ვითარდება და მძლავრ საწარმოს სახეს იღებს, მე მგონი ყველაფერი კარგად ექნება დელტას, რამეთუ ცდილოფს რაც შეიძლება ბევრი რამე აწარმოოს და ქვეყანას გვერდში დაუდგეს.
ირაკლი ალადაშვილი
12 ივლისი 2018 18:07
გეთანხმებით,განსაკუთრებით არ მომწონს სიტყვა „შტურმის“ ხშირად ხსენება,რაც ჟურნალისტების(განსაკუთრებით კი ფეხბურთის მატჩების კომენტირებისას) უმეტესობას ახასიათებს.არსებობს მშვენიერი სინონიმები--- შეტევა,იერიში.ასევე ვერტმფრენის ნაცვლად უკეთესია შვეულმფრენის ხსენება.

პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
05 ივლისი 2018 18:53
მე არსენალის ერთგული მკითხველი ვარ დაარსების დღიდან დაყველა ნომერი შენახული მაქვს.ყველა წარმატება ქართული იარაღისა ძალიან მახარებს, ამიტომ არსენალის და კვირის პალიტრის სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს გთხოვთ, ნუ ამკვიდრებთ არაქართულ ტემინებს მათ შესაბამისი ბრწყნვალე ქართული ანალოგები: რეზულტატი-შედეგი, ტრენერი-მწვრთნელი, მენეჯერი-მმართველი,და ასე შემდეგ. თქვენდამი დიდი პატივისცემით.